ახალი სეზონიდან “ტორპედოს” შემადგენლობას 25 წლის მარცხენა მცველი ნიკოლა სტიეპოვიჩი შეუერთდება.
მონტენეგროელმა მცველმა კლუბთან 2-წლიანი (1+1 სისტემით) კონტრაქტი გააფორმა.
სტიეპოვიჩი ბოლოს ალბანურ “კასტრიოტიში” იყო, რომლის შემადგენლობაშიც 17 მატჩი ჩაატარა. მანამდე კი 2010-დან 2017 წლის ჩათვლით “სუტიესკას” ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში ის ორჯერ გახდა მონტენეგროს ჩემპიონი, ერთხელ კი ქვეყნის თასიც მოიგო. გარდა ამისა, იყო მონტენეგროს 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც.