სეოკ-ის იმერეთის (ქუთაისის) ოლიმპიურმა
კომიტეტმა 2018 წლის ფიზიკური აღზრდის საუკეთესო მასწავლებლად იმერეთში ბაღდათელი გივი გელხვიიძე დაასახელა. ის ბაღდათის N2 საჯარო სკოლის პედაგოგია. პედაგოგს ჯილდო ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გიგა ციბაძემ გადასცა.
სეოკ-ის იმერეთის (ქუთაისის) ოლიმპიურმა კომიტეტმა იმერეთის გუბერნიასთან ერთად 2018 წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა. დაჯილდოვების ცერემონიალი ყოველ წელს ტარდება.