იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ
გრილოლ დალაქიშვილმა და იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა რეზო რობაქიძემ მოწვეულ სტუმრებთან ერთად ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობებიდან წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს.
საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი ქუთაისის საკალათბურთო გუნდის “ქუთაისი 2010”-ის მწვრთნელს კოტე ტუღუშს გადაეცა. კუთვნილი ჯილდო მას “ტოპრედოს” მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გადასცა.
,,ქუთაისი 2010″”-მა ტუღუშის ხელმძღვანელობით, არსებობის განმავლობაში პირველად საქართველოს ჩემპიონატი და მიხეილ ქორქია- ზურაბ საკანდელიძის მემორიალი მოიგო. მანამდე მათ საქართველოს თასი და დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს. შედეგად , ,,ქუთაისი 2010″” იმ გუნდების სიას შეუერთდა, რომლებსაც საქართველოში მოქმედი ყველა ტურნირი აქვს მოგებული.
წელს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი “ქუთაისი 2010”-მა მოიგო, რომელმაც სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “დინამო” 75:67 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.