ქუთაისში საქართველო-ყაზახეთის მატჩის ღია ცის ქვეშ ჩვენება მოეწყობა.
ქუთაისელი გულშემატკივარი დაპირისპირების ნახვას მონ-პლაზირის თაღის ქვეშ არსებულ ღია კინო-თეატრში შეძლებს. ადგილობრივი ხელისუფლება სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სტუმრებს 20:00 საათიდან ელოდება. მატჩის ღია ჩვენებას ვეტერანი ფეხბურთელებიც დაესწრებიან.
საქართველო-ყაზახეთს შორის ერთა ლიგის დასკვნითი მატჩი თბილისში “დინამო-არენაზე” 21:00 სთ-ზე დაიწყება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით, ღია ცის ქვეშ ჩვენებები ქვეყნის 4 სხვადასხვა რეგიონში მოეწყობა.