ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ნიჩბოსნობის N21 სკოლაში,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით, მასიურ ცურვაში მარათონი მოეწყო. მარათონში მონაწილეები იმერეთის გარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთვნენ.
“ჩვენს ინიციატივას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მონაწილეები შემოგვიერთდნენ ოზურგეთიდან, ფოთიდან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,”-განაცხადა სპორტის ა(ა)იპის მმართველმა კობა ფხაკაძემ.
მარათონს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.