წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის
რეაბილიტაცია სრულდება. ამ ეტაპზე მიმდონარეობს ტრიბუნების გადახურვა. რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე სტადიონზე განთავსდება 500 ინდივიდუალური სკამი. გეგმის მიხედვით, სამუშაოები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და საბოლოო ჯამში წყალტუბოს სტადიონი 3000 კაცზე იქნება გათვლილი.
წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე მოწყობილია თანამდეროვე სტანდარტების ბუნებრივი საფარის მოედანი, სამუშაოები ფეხბურთის ფედერაციამ დააფინანსა. მიმდინარეობს, ტრიბუნების, ლოჟების, სარბენი ბილიკებისა და სველი წერტილების რეაბილიტაცია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 458 000 ლარი.