“ტორპედო” ფარერების კუნძულზე
საპასუხო მატჩს გამართავს. ქუთაისის გუნდი ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის ბოლო დეტალებს აზუსტებს. ფეხბურთელებმა დილით საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშეს. საღამოს კი ფარერების კუნძულზე გაემგზავრებიან.
2 აგვისტოს საპასუხო მატჩი “ვიკინგურთან” 22 საათზე დაიწყება. მატჩის ნახვას გულშემატკივრები სავარაუდოდ “ტორპედოს” სტადიონზე მოწყობილი მონიტორის საშუალებით ნახავენ.
შეგახსენებთ, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა “ვიკინგურთან” “ტორპედოს” გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.