ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო
ეტაპის მატჩში “ტორპედომ” სტუმარი გუნდი “ვიკინგური” დაამარცხა. პირველი შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 3:0 დასრულდა.
პირველ ტაიმაში გოლი სტუმართა კარში ოთარ კაპანაძემ გაიტანა. მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში სტუმართა კარებში ჯერ გიორგი ქიმაძემ, შემდეგ კი ლევან კუტალიამ გაიტანეს.
რაც შეეხება საჩხერის “ჩიხურისა” და “”მარიბორს” შორის გამართულ მატჩს, ამ შეხვედრაში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და თამაში 0:0 დასრულდა.