ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის
სტადიონზე “ტორპედო” ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩის ფარგლებში “ვიკინგურს” (ფარერები) დაუპირისპირდება. შეხვერდა 26 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩისწინა პრესკონფერენციას კი გუნდების მწვრთნელები დღეს გამართავენ.
იმ შემთხვევაში, თუ “ტორპედომ” “ვიკინგური” დაამარცხა, ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტორპედო” “კუკეშისა” (ალბანეთი) და “ყარაბაღის” (აზერბაიჯანი) მატჩში დამარცხებულ გუნდს შეხვდება.