ქუთაისში სკეიტბორდის მოედნის მოსაწყობად
ქუთაისის მერიის გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება დასრულდა. მერიას მოედნის მოსაწყობად 210 ათას 267 ლარი ჰქონდა გამოყოფილი.
ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შ.პ.ს “დაკი, მიიღო, რომელიც მზადაა მოედანი 199 ათას 825 ლარად მოაწყოს.
სკეიტბორდის მოედანი ქუთაისში,თაბუკაშვილის N2-ში (მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში) მოეწყობა.
ამ ეტაპზე შეთავაზების განხილვა მიმდინარეობს. სკეიტბორდის მოედანი კი კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოაწყოს.
შეგახსენებთ, ტენდერი სკეიტბორდის მოედნის პროექტის შედგენის შესახებ ორჯერ ჩავარდა, რაც პარკში მოედნის მოწყობის სამუშაოების დაწყების მიზეზი გახდა.
სკეიტ-პარკის მოწყობას ქუთაისში ახალგაზრდები წლების განმავლობაში ითხოვდნენ. მიმდინარე წელს მათ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია შეხვდა და პარკის მოწყობას დაჰპირდა.