ქუთაისში წარმატებული სპორტსმენები
დააჯილდოვეს.პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის ვიცე მერი გიორგი იობაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე და საკრებულოს დეპუტატები წარმატებულ სპორტსმენებს მერიაში შეხვდნენ. 23 სპორტსმენს, რომლებმაც მიმდინარე წელს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებში გამარჯვება მოიპოვეს მადლობის სიგელები გადაეცა.
სპორტსმენები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულად პრემიასაც მიიღებენ. დაჯილდოებულთა სიაში ის სპორტსმენები მოხვდნენ, რომლებიც წარმატებით დაბრუნდნენ მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს სხვადასხვა ჩემპიონატებიდან.