ქუთაისის მერია 13 ქუჩაზე სპორტული
ტრენაჟორების მოსაწყობად ტენდერს აცხადებს. ინვენტარის შესაძენად და მოსაწყობად 250 ათასი ლარია განკუთვნილი.
ტრენაჟორები შემდეგ მისამართებზე განთავსდება:
1. ახალგაზრდობის გამზირი N60 (სკვერი)
2. ახალგაზრდობის გამზირის მე-11 შესახვევი N15 საცხოვრებელი სახლის წინ
3. გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა N2 საჯარო სკოლის ეზო
4. გუგუნავას ქუჩა N15/1
5. ვაჟა ფშაველას ქუჩა N11 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ
6. ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა N16ა ჩრდილოეთით
7. თაბუკაშვილის ქუჩა N203
8. ილია ჭავჭავაძის გამზირი N9 (შპს “გორგიას” წინ სკვერში)
9. ლესელიძის ქუჩა N3 “ჭომაში”
10. ნიკეას ქუჩა N19/61, 19/96
11. ტყიბულის ქუჩის მე-2 შესახვევი “ნაძვები”
12. შოთა რუსთაველის გამზირი N116-118-ის სამხრეთით “ხარისხის სახლთან”
13. ხარებავას ქუჩა N9-ე
სანტენდერო წინადადებების მიღება 13 აპრილს იწყება და 14 აპრილს მთავრდება.