ქუთაისში მარტივი ტიპის სპორტული მოედნები მოეწყობა.
შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოცხადა. 11 სპორტული მოედნის მოსაწყობად 450 ათასი ლარია განკუთვნილი.
მისამართების ჩამონათვალი ასეთია:
1. დადიანისა და ტოლსტოის ქუჩებს შორის 37-ე ბაგა-ბაღთან;
2. ძოძუაშვილის ქუჩა N4ა;
3. ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა N50-ის მიმდებარედ;
4. ავტოქარხნის მარჯვენა დასახლება ბელიაშვილის და გუნიას ქუჩებს შორის;
5. “ჭომის” დასახლებაში ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, მდინარე “რიონის” სანაპიროზე;
6. ნიკეას ქუჩა N58-62 კორპუსებთან;
7. ნიკეას ქუჩა N1/2, N1/3, N1/4, N1/5;
8. ლადო ასათიანის ქუჩის მეოთხე ჩიხი;
9. ახალგაზრდობის გამზირი N64, 33-ე საჯარო სკოლასთან;
10. ახალგაზრდობის გამზირის პირველი შესახვევი N8;
11. დავით კლდიაშვილის ქუჩა N139.
სატენდერო წინადადებების მიღება 19 აპრილს იწყება და 24 აპრილს მთავრდება.