ზაფხულისთვის წყალტუბოში სტადიონი მოეწყობა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით სტადიონზე დაიგება მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, დამონტაჟდება სადრენაჟო და სარწყავი სისტემები. სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მომდევნო წლებში ეტაპობრივად განხორციელდება. საბოლოო ჯამში, აღდგება სტადიონის ცენტრალური შენობა, დამონტაჟდება განათება, ტრიბუნები კი საბოლოო ჯამში 3500 კაცზე იქნება გათვლილი.
წყარო : FC Samgurali official