წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის
რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის სრულყოფისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების დადგმის, სტადიონის შემორაგვის, ვიპ და პრეს ლოჟების გაკათების, სველი წერტილების მოწყობისა და სტადიონთან დამაკავშირებელი ორი ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციის, ასევე სათამაშო მოედნის ირგვლივ სარბენი ბილიკის გაკეთების ხარჯები.
სტადიონი ადაპტირდება როგორც ,,სამგურალის” ამჟამინდელი ლიგის, ასევე უმაღლესი ლიგის მატჩებზე. სტადიონზე შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის მატჩების გამართვაც.