გიორგი დვალიშვილი ქუთაისის
ყინულის მოედნის ახალი დირექტორია. ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ ყინულის მოედნის თანამშრომლებს ახალი უფროსი დღეს წარუდგინა.
ყინულის მოედნის დირექტორის თანამდებობა 2 თვე ვაკანტური იყო. ყოფილმა უფროსმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გიორგი დვალიშვილი, 1991-1998წწ. სარაგბო კლუბ ,,აია”-ს მოთამაშე იყო. ის საქართველოს ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორია. 2001-2011წწ. შ.პ.ს ,,სამგორ-მშენის” მენეჯერად მუშაობდა. 2011-2012 წლებში ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ქუთაისის სერვის ცენტრის თანამშრომელი იყო. 2013-2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით კი თავდაცვის სამინისტროს, ლოჯისტიკის ცენტრის თანამშრომელი.