ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ
ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის ფინალში ერთმანეთს “ქუთაისი” და “რუსთავი” დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალში “რუსთავმა ” “კაკტუსს” 81:71 მოუგო, ხოლო “ქუთაისი 2010”-მა “მგზავრები” 79:66 დაამარცხა.
ტურნირის ფინალური მატჩი 4 თებერვალს, 16 საათზე გაიმართება.
დაგეგმილია დიდი ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის – ოთარ ქორქიას მონუმენტური სურათის საზეიმო გახსნა. ოთარ ქორქიას გრანდიოზული ფოტო სხვა ქუთაისელ ვარსკვლავების გვერდით – სპორტის სასახლეში საპატიო ადგილს დაიკავებს.