ქუთაისში ოლიმპიური ჩემპიონების,
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი გრძელდება. გუშინ მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა.
შედეგები ასეთია : “კაკტუსი” “მარნეული” – 82:76 , “რუსთავი” – “სოხუმი”103:72, “მგზავრები” “ოლიმპი” – 79:76, “ქუთაისი” “წყალტუბო” 96:80.
დღეს ნახევარფინალში კი ერთმანეთს 16 საათზე “რუსთავი” და “კაკტუსი” დაუპირისპირდებიან”,ხოლო
“ქუთაისი” “მგზავრებს” 18 საათზე შეხვდება.
ლეგენდარული კალათბურთელების ხსოვნის ტურნირი 2006 წლიდან იმართება და წელს მეცამეტედ ტარდება.
ფოტო მეთხედფინალური შეხვედრიდან.