წიგნის “რაგბი 50”- ის დასაბეჭდად
ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი SPA170010316 ქუთაისის მერიამ გამოაცხადა. ქართული რაგბის 50-წლიანი ისტორიის 300 ცალ წიგნად დასაბეჭდად 5 ათას 900 ლარია გამოყოფილი. “მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს წიგნის “რაგბი 50”-ის ბეჭდვითი მომსახურება.
წიგნის ბეჭდვისათვის საჭირო მასალების მიწოდება მოხდება “შემსყიდველი”-ს მიერ ხელნაწერის სახით.
გამოცემულ წიგნს უნდა ჰქონდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ლოგო და წარწერა “გამოცემა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული კულტურის, სპორტის,
განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ”; “გაყიდვა აკრძალულია”.
“მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს რედაქტირება, წინათქმის დართვა, ხელნაწერი ტექსტის კომპიუტერში შეტანა, შეტანილი ტექსტის დაკაბადონება, სარკეზე ამოღება, ლოგოს ფერადი ბეჭდვა, წიგნის ფორმების კეცვა, ძაფზე კინძვა და მუყაოში (04) ყდაში ჩასმა.
სატენდერო წინადადებების მიღება 1 აგვისტოს იწყება და 3 აგვისტოს მთავრდება.