ქუთაისში 2 მარტივი ტიპის მოედნის მოსაწყობად
50 ათასი ლარია გამოყოფილი. ტენდერი SPA170010317 ქუთაისის მერიამ გამოაცხადა. მოედნები ჩხობაძის ქუჩა N43-ის წინ და თაბუკაშვილის ქუჩა N2 – მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში მოეწყობა. სატენდერო წინადადებების მიღება 5 აგვისტოს იწყება და 8 აგვისტოს მთავრდება. “მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში, მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები (2 ობიექტი), ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
“მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.