აუქციონის ჩაშლის შემდეგ ქუთაისის მერიამ “ტორპედოს” გასაყიდი ფასი
თითქმის გაანახევრა. ქუთაისის ვიცე-მერის კონსტანტინე ქავთარაძის თქმით ფასის შემცირება მოხდა გამომდინარე იქედან, რომ გუნდი არ გაიყიდა.
“580 000 ლარამდე იყო შეფასებული, 300 000 ლარამდე მოხდა ფასის შემცირება. დაინტერესება არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება კლუბის პირველ ჯერზე გაყიდვა. უბრალოდ, ღირებულება იყო ძვირი, რადგან აქ არ შედის ქონება, სტადიონის და ბაზის სახით, ვალდებულობების ფონზე, ალბათ, ყველას არ შეუძლია შეიძინოს,”-განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუნდი “ტორპედოს” გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი.