გუშინ ზესტაფონში დავით აბაშიძის
სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს მარტვილის “მერანი” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ. მატჩი “ტორპედოს” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ტორპედოელთა მხრიდან მეტოქის კარი გიორგი გურულმა და ბექა ტუღუშმა დალაშქრეს. “ტორპედოს” კარებში ერთი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით ქუთაისის “ტორპედომ” ისტორიაში მესამედ აიღო საქართველოს თასი. თასის მოგებით “ტორპედომ” აგრეთვე ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.