2 ნოემბერს, “დინამო არენაზე” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის
თასის მეორე, ნახევარფინალური მატჩი, თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის გაიმართა. “ტოპედომ” “დინამო” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. თბილისის “დინამოს” კარებში ბურთი ჯაბა ჯიღაურმა, გიორგი ქიმაძემ და გრიგოლ დოლიძემ გაიტანეს.
ფინალში “ტორპედო” მარტვილის “მერანს” შეხვდება. საქართველოს თასის ფინალი ზესტაფონში, 22 ნოემბერს გაიმართება.