დღეს რიოს ოლიმპიადაზე
მედლებისათვის +105 კგ-ში ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე იბრძოლებენ. ორივე ძალოსანი A ჯგუფში გამოვა. ასევე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იასპარეზებენ 66 კგ-ში შმაგი ბოლქვაძე, ხოლო 98 კგ-ში რევაზ ნადარეიშვილი. 15 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებლად იასპარეზა ქართველმა მძლეოსანმა ლაშა თორღვაიძემ.რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებლად იასპარეზეს გუშინ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავნებმა – რობერტ კობლიაშვილმა (85) და იაკობ ქაჯაიამ (130).