რიო დე ჟანეიროს
XXXI ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ღირსებას 15 აგვისტოს წყალტუბოელი სპორტსმენი, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონი- იაკობ ქაჯაია დაიცავს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით, იაკობის
გულშემატკივარების ფანკლუბი შეიქმნა. დღეს 16 საათზე იაკობ ქაჯაიას გულშემატკივრებს წყალტუბოში სპორტის სასახლის წინ ელოდებიან, სადაც დამონტაჟებული იქნება მონიტორი და შეეძლებათ თვალი ადვენონ ოლიმპიადაზე იაკობ ქაჯაიას გამოსვლას.