უკრაინის მხარდამჭერ აქციას, რომელიც თბილისშია დაგეგმილი, ქუთაისიდანაც უერთდებიან.

სოლიდარობის აქციაზე დასასწრებად ქუთაისიდან თბილისისკენ ავტოკოლონა გაემართა.  ,,ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრები რუსთაველზე 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე მივლენ. აქცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატავად იმართება. აქციის მოანწილეები კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას, რომ რუსეთი აგრესორია და უკრაინას მხარდაჭერა სჭირდება.

ერთი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *