თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევად ისევ და ისევ რჩება გარემოს დაბინძურება. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ პლასტმასათი და ელექტრონული ნარჩენით გარემოს დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ვაჩუქოთ მათ მეორე სიცოცხლე და სასარგებლო გამოყენების გზა მოვუძებნოთ.

“ტენე” ქართული კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს პლასტმასას გადამუშავებას მეორადი გამოყენების მიზნით და გადამუშავებული პლასტმასათი USB კაბელებსა და სხვა ელექტრო ნივთებს ამზადებს.

ტენეს მეგობარ კომპანიათა რიცხვს სულ ახლახანს Glovo-ც შეემატა! ამიერიდან, გლოვოს ოფისებში გამოყენებული პლასტმასა აღარ მოხვდება ნაგავსაყრელზე! ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Glovo პლასტმასას მოხმარების შემცირებას ცდილობს. რამდენიმე წლის წინ, Glovo CENN-ისა და USAID/Georgia-ის ერთობლივ კამპანიას #შეამცირეპლასტმასა შეუერთდა, რის ფარგლებშიც კომპანიამ აპლიკაციაში ეკო-მეგობრული კატეგორია „არა პლასტმასას“ დაამატა.

GLOVO-ს ამ კამპანიაში უამრავი რესტორანი გაერთიანდა; მომხმარებლებს შეკვეთისას შესაძლებლობა ჰქონდათ უარი ეთქვათ პლასტმასის ჭურჭელზე და ესარგებლათ მხოლოდ ეკო-მეგობრული კონტეინერებით/ჭურჭლით და ამით შეემცირებინათ გარემოს ერთჯერადი პლასტმასის ნივთებით დაბინძურება. აღნიშნულმა კამპანიამ ბიძგი მისცა იგივე შინაარსის ფილტრის დანერგვას მსოფლიო მასშტაბით. GLOVO-მ, რომელიც მსოფლიოს 25 სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს, აპლიკაციაში დაამატა სექცია „არა ერთჯერად ჭურჭელს“ შეკითხვით „გჭირდება დანა-ჩანგალი? – დაგვეხმარე, შევამციროთ ნარჩენი“.

ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში დაწყებულმა კამპანიამ საფუძველი ჩაუყარა მის დანერგვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ვეცდებით, რომ ოფისებში პლასტმასას ნარჩენების შეგროვებისა და მისი მეორადად გადამუშავების პრაქტიკაც ყველა ქვეყნისთვის მისაბაძი გახდეს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *