თემატურ შეხვედრაზე დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელებენ

21 თებერვალს,  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში,  თემატურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის მიზანია   სექტორთა შორის თანამშრომლობა განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების დასაძლევად, მიმდინარე გამოწვევებსა და მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე მსჯელობა. ღონისძიებას  ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის,  მედიის, საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე და კოლეჯ კონსტრუქტ2 – ის ხარისხის მართვის მენეჯერი თამთა კვინიკაძე, იმსჯელებენ დასაქმებისთვის კარიერული ორიენტაციის და პროფესიული განათლების სერვისების როლსა და მნიშვნელობაზე, დუალური განათლების საერთაშორისო და ქართულ პრაქტიკაზე. ღონიძიების ბოლოს დისკუსია გაიმართება.

 პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“  რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევოროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ახორციელებს.

თემატური შეხვედრა ქუთაისში, სასტუმროში „ქუთაისი ინნ“-ში 14:00-დან 15:00-მდე გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *