24 თებერვალს, საირმეში ,,საირმე მინერალ ვოთერსის’’ თანამშრომლებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები 14:00 საათზე ქარხნის მიმდებარე ტერიტოტიაზე შეიკრიბებიან. აქციაში მონაწილეობას პროფკავშირების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალქეები მიიღებენ.
,,მთავარი პასუხისმგებლობა და არჩევანი ამ ვითარებაში საზოგადოებაზეა, რაც გამოიხატება ჩართულობასა და სოლიდარობაში. დროა საზოგადოებამ აიღოს პასუხისმგებლობა სამართლიანი და თანასწორი გარემოსთვის ბრძოლაზე.
გვახსოვდეს, პროტესტის უგუვებელყოფა მოქალაქეების მხრიდან ხელსაყრელ პირობებს უქმნის უთანასწორობის გაღრმავებას, ამ შემთხვევაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ზრდის იმის ალბათობას, რომ ძლიერის მიერ დაიჩაგრება სუსტი. ამისთვის გავლენიანი და პრივილეგირებული ძალები ყოველთვის ცდილობენ ხელი შეუწყონ ნიჰილიზმისა და უიმედობის ჩანერგვას საზოგადებაში.
ასევე, შეგახსენებთ რომ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ფასეულობა მდგომარეობს სამოქალაქო სოლიდარობის მაღალ ხარისხში.
ჩვენ ვირჩევთ დემოკრატიას, ვდგავართ სიმართლის მხარეს და უფლებას არ ვაძლევთ „ძლიერს“ დაჩაგროს „სუსტი“. ამ მიზნით ვიკრიბებით 24 თებერვალს, 14:00 საათზე, გაფიცულთა მხარდასაჭერად საირმის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იკეტება ყველაფერი
რადგან ხელისუფლებას და დამსაქმებლებს არ ესმით ჩვენი ხმა, უფრო ხმამაღლა მივმართოთ
ლაბორის ყველა წევრს, მეგობარ პროფკავშირებს და მათ წევრებს, გაერთიანებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ გაფიცულებს,-ნათქვამია პროფკავშირ ლაბორის განცხადებაში.
კომპანია ,,საირმე მინერალ ვოთერსის’’ თანამშრომლები 13 თებერვალს გაიფიცნენ. ისინი არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ. დასაქმებულები აცხადებენ, რომ მიზერულ ხელფასზე სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ მუშაობა. მათი თქმით, შენობაში არსებული მოუწესრიგებელი ელექტროგაყვანილობა და ძველი ლიფტი, საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების თქმით, სამუშაო გარემოში არ არის გათბობა და მოუწესრიგებელია საპირფარეშოც.ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების 30%-იან ზრდას ითხოვენ.