გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

მათივე ინფორმაციით, 25 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.