საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც ათ ადამიანს ფულის სანაცვლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, ჩარიცხვას დაჰპირდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ჯამში 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების – 3000 – 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო”, – აცხადებენ პროკურატურაში და დასძენენ, რომ ბრალდებულმა დაზარალებულები მოატყუა, რომ “სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით 7 000-11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო,”-ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გფამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თაღკლითობას გულისხმობს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *