ქუთაისში 4-დღიანი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის მასალების გადაცემა დღეიდან დაიწყო.
ზარალმა ქუთაისში 2 მილიონ ლარამდე შეადგინა. ძლიერმა ქარმა 350-ზე მეტი შენობა დააზიანა.
,,წინასწარი შეფასებით 2 მილიონ ლარამდე ზარალი მოგვაყენა ძლიერმა ქარმა. 350-ზე მეტი შენობაა დაზიანებული, ძირითადად სახურავები.
ხვალიდან დაიწყება მოსახლეობისათვის გადასახური მასალების მიწოდება.
სამუშაოები სწრაფად და ხარისხიანად უნდა ჩავატაროთ, რათა უახლოეს დღეებში მოსალოდნელ სტიქიის მორიგ შემოტევასაც გავუმკლავდეთ,”- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ოთხი დღის განმავლობაში არსებულმა სტიქიამ იმერეთში პრობლემები შექმნა. იმერეთის მასშტაბით ჯამში, 1450 შენობა დაზიანდა. ზარალმა 8 100 000 ლარი შეადგინა.