ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ დამონტაჟებული ნაძვის ხის დემონტაჟი დაიწყო.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე მერიამ 146 ათას ლარად შეიძინა. ტენდერში „ღამის შოუს სტუდიამ“ გაიმარჯვა.
ნაძვის ხის მონტაჟი 16 დეკემბერს დაიწყეს და 24 დეკემბერს საზეიმოდ გაანათეს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ საახალწლო ღონისძიებებისთვის წელს, დაახლოებით, 366 125 ლარი დახარჯა.