ქუთაისში, ცხინვალის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.
დაზიანდა კორპუსის სახურავი.
ქუჩა ამ დრომდე ჩახერგილია.
ასევე ხუნდაძის #63-ში ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანდა იქვე მდგომი 3 ავტომობილი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექნა იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში. რიგ მუნიციპალიტეტებს წყალი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
სპეციალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. იმერეთის გუბერნატორის თქმით, მიმდინარეობს ყველა მიმართულებით მუშაობა, რათა პრობლემები დროულად აღმოიფხვრას.