ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა.
სამართალდამცველებმა „მეტადონის პროგრამაში“ ჩართული ახალგაზრდა კაცი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ეწეოდა.
საპოლიციო ღონისძიება, ნარკორეალიზატორის დაკავების მიზნით, თბილისშიც მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.