აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
კელი დეგნანმა განაცხადა, რომ შეხვედრები მიმართულია იმ მიზნების განხორციელებისთვის, რაც გულისხმობს უსაფრთხო, განვითარებულ წარმატებულ საქართველოს. კელი დეგნანის თქმით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს-ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას და აშშ-ის დახმარება და ძალისხმევაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის უფლებების დაცვა მთავრობის პასუხისმგებლობაა.
,,ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შექებას იმსახურებს სახალხო დამცველი და მისი მუდმივი მონიტორინგი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გასულ კვირაში 2კჯერ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. იმედი გვაქვს, მისი ყველა სამედიცინო საჭიროება იყოს გათვალისწინებული და მისი უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა იქნება განხორციელებული,’’-აცხადებს კელი დეგნანი.
აშშ-ის ელჩმა სახალხო დამცველობის კანდიდატის არჩევაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია პროცესი გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს და აირჩიონ კანდიდატი, რომელიც თავისი კვალიფიკაციით და მიუკერძოებლობით თითოეული ადამიანის უფლების დაცვას უზრუნველყოფს.