არასამთავრობო ორგანიზაციის ,,უფლებებისა და განათლებისთვის’’ ორგანიზებით, ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალგაზრდები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა რიონის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქცია ნიადაგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
,,შევუერთდით დასუფთავების აქციას. ვფიქრობთ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენი სამყარო იყოს მეტად სუფთა, უსაფრთხო და ჩვენს შვილებს უწევდეთ სუფთა გარემოში ცხოვრება, ამიტომ ჩვენ აქ ვართ, ამ ინიციატივის გვერდით. არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩვენ გვერდით არიან ახალგაზრდები. იმედი გვაქვს, კიდევ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება. ვფიქრობ, ეს საზოგადოებისთვის ძალიან კარგი მაგალითია,’’-ამბობს ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის’’ წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე.
დასუფთავების აქცია ორგანიზაციამ უფლებებისა და განათლებისთვის’’ მოაწყო, ,,ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან’’ თანამშრომლობით.
5 დეკემბერი ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 2013 წლის შემდეგ, გაეროს 68-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აღინიშნება. გაეროს ინფორმაციით, დედამიწის ნიადაგის მესამედი უკვე დეგრადირებულია.