ბიზნესმენი გიდონ ჰაკამი სექსუალური დანაშაულისთვის დააკავეს.
მას მეგობარმა ქალმა უჩივლა. სამართალდამცველებმა ბიზნესმენი ხაშურში, მისი ერთ-ერთი ობიექტიდან აიყვანეს. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მიმდინარეობს თანამშრომლების გამოკითხვა.
ბიზნესმენის მეგობარმა ქალმა შსს-ს ჩვენება უკვე მისცა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ქმედებას და ძალადობას გულისხმობს.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს.