გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვმა 8 მილიარდს მიაღწია.
ზრდის დაახლოებით 70% მოდის დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებზე.
დედამიწაზე მცხოვრებთა 7 მილიარდიდან 8 მილიარდამდე გაზრდას, დაახლოებით, 12 წელი დასჭირდა.
გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს დაახლოებით 15 წლის შემდეგ, 2037 წლისთვის, რაც ადასტურებს ზრდის ზოგადი ტემპის კიდევ უფრო შემცირებას. მომდევნო ერთი მილიარდით მატებაში 90%-იანი წილი ისევ დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს ექნებათ.
გაეროს პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა პიკს, დაახლოებით 10.4 მილიარდს 2080-იანი წლებისთვის მიაღწევს და ამ დონეზე დარჩება 2100 წლამდე.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ 15 ნოემბერი დიდი დღეა – მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია და ეს არის გარდამტეხი ეტაპი კაცობრიობის ისტორიაში, რომელზე დაფიქრებაც გვმართებს:
გაეროს მოსახლეობის ფონდი ხაზს უსვამს, რომ დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე საზოგადოებრივ კეთილდღეობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ქალებისა და გოგონების რეპროდუქციული უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვას.