იმერეთი, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაზარალებულთა ოჯახებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს მშობლებთან ერთად მასპინძლობს. 30-ზე მეტი უკრაინელი ომით დაზარალებული სტუმარი იმერეთის ისტორიულ, კულტურულ და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს გაეცნობიან. ტურის ფარგლებში ესტუმრებიან მოწამეთასა და გელათის მონასტრებს, პრომეთეს მღვიმეს და ბავშვებისთვის ჩატარდება იმერული კერძების მასტერკლასი.
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ასევე ქალაქ ოდესაში გენერალური კონსულის თორნიკე ბერეკაშვილის ინიციატივით, საქართველო 30-ზე მეტ უკრაინელ, ომით დაზარალებულ სტუმარს მასპინძლობს. ბავშვები და მათი აღმზრდელები ირპენის, ბუჩის, ხერსონის, სამხრეთ ოდესის მკვიდრნი არიან.
10 დღის განმავლობაში უკრაინელი ბავშვები და მათი აღმზრდელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს სტუმრობენ.