კაპმანია ,,ემეგობრე პოლიციას’’ ქუთაისშია.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებაა წარმოდგენილი. საზოგადოებას საშუალება აქვს შშს-ს სხვადასხვა დანაყოფის მიერ მოწყობილ სივრცეში გაეცნოს ამ დანაყოფების საქმიანობას. წარმოდგენილია 112-ის საინფორმაციო სამსახურის მიერ სპეციალურად მოწყობილი სივრცე, სადაც გასართობი ღონისძიება ტარდება, ასევე, სამაშველო დანაყოფის სივრცეში არსებული საცოცი კედელი, მართვის მოწმობის იმიტირებული ქალაქი, სასაზღვრო პოლიციის სივრცე და ა.შ.
კამპანია მიზნად შსს-სა და საზოგადოებას შორის სწორი და დროული კომუნიკაციის ხელშეწყობას ისახავს.
ეს კამპანიის პირველი ნაწილია, რომელიც საქართველოს სხვა ქალაქებში უკვე ჩატარდა და ქუთაისში დაიხურება.
კამპანიის მეორე ეტაპი კი დღემდე გრძელდება. შსს-ს 8 დანაყოფის თანამშრომლები საჯარო სკოლების მოსწავლეებს აწვდიან ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, კიბერბულინგი, საგზაო უსაფრთხოება, ნაადრევი ქორწინება და ა.შ.
,,კამპანიის პირველი ეტაპი ქუთაისში დაიხურება. დღეს ჩვენმა თანამშრომლებმა წარმოადგინეს სპეციალური აღჭურვილობები, რითაც მზად არიან საზოგადოებას ემსახურონ. 112-ის საინფორმაციო სამსახურსაქვს თამაშები მოსწავლეებისთვის, რათა გააცნოს მათ რა დროს უნდა დარეკონ 112-ში, რა არის დანაშაული და ა.შ. საცოცი კედელია ასევე წარმოდგენილი, რითაც ჩვენი თანამშრომლები საზოგადოებას აჩვენებენ როგორ შეუძლიათ გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე. ბევრი ასეთი ღონისძიებაა. კამპანიის მიზანია ვაჩვენოთ საზოგადოებას ის საქმიანობები, რასაც ჩვენი თანამშრომლები ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ახორციელებენ და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენსა და საზოგადოებას შორის დროულ კომუნიკაციას,’’-ამბობს შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან კოვზიაშვილი.