საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 10,6 პროცენტი იყო.

საშუალოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ რა პროდუქტების შესაძენადაც გასულ წელს 100 ლარი იყო საჭირო, წელს 110 ლარზე მეტია საჭირო.

2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0,5 პროცენტი იყო.

ბოლო ერთ წელში ფასები გაიზარდა:

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე – 5,22 პროცენტით;
ტრანსპორტზე – 11,6 პროცენტით;
საცხოვრებელსა და კომუნალურ გადასახადებზე – 13,5 პროცენტით.

ინფლაცია ნიშნავს, როგორ იზრდება ან მცირდება ქვეყანაში ფასების საერთო დონე.

2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში 11,5 პროცენტი იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *