სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანი-ჯუგაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ძმამ და მოკლა.
შემთხვევა ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ კაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
უწყების ცნობით, მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს