ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

გარდაცვლილია სასულიერო პირი და მისი 8 წლის შვილი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *