წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში მცხოვრები 33 წლის ქალი სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაშავებულია ახალგაზრდა ქალის ქმარიც, რომელიც ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება.
Რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, ერთ-ერთი ვერსიით, ქალის მოკვლა მეუღლემ სცადა, მეორე ვერსიით, ახალგაზრდა ქალმა შეშინების მიზნით ბენზინი თავად გადაისხა.
ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ ცოლ-ქმარი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა.
შემთხვევა 6 სექტემბერს მოხდა. შემთხვევას ცოლ-ქმრის არასრულწლოვანი შვილებიც შესწრნენ, რომლებიც მეზობლების თქმით, მომხდარზე არ საუბრობენ. მეზობლების ნაწილი ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტს ადასტურებს.
,,არ ვიცი დაშინებული ჰყავს მამას თუ რა ხდება, მაგრამ ბავშვები არაფერს ამბობენ. Ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდა, ჩვენ რომ მივედით, ქალი წყალში გადახტა. მეუღლეს ზედა კიდურები დამწვარი ჰქონდა,’’-ამბობს მეზობელი.
სოფლის ერთი მცხოვრების თქმით კი, გარდაცვლილის ქმარი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და მეუღლეს ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა ახალგაზრდა ქალი ამის შესახებ არ საუბრობდა.
Შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 188-ე მუხლებით მიმდინარეობს.