ქუთაისელი ხატია ხუნწელია მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა.
ის სამართლის მიმართულების მესამე კურსზე ისწავლის. 2019 წელს ხატია საქართველოს უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ასევე 100–%-იანი დაფინანსება მიიღო, ახლა კი სწავლას გერმანიაში აგრძელებს.
ხატია იმ ემოციებს იხსენებს, როდესაც გაიგო, რომ მიზანს მიაღწია და სასურველი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
,,ცოტა მოულოდნელი იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც იმედი მქონდა. თავიდან ისეთ ემოციებში ვიყავი, სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. ბედნიერი ვარ, რომ შრომა დამიფასდა,’’-ამბობს ხატია.
მზადების პროცესი რთული და დატვირთული იყო. თავისუფალი დრო თითქმის არ ჰქონდა. დღეს საკუთარი შრომის შედეგს ხედავს და მიღწეულით ამაყობს. სწავლის დასრულების შემდეგ კი საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. სურს, რომ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნით საკუთარ ქვეყანას გამოადგეს.