1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და მხარდაჭერით, დაგეგმილია ბავშვთა გასართობი ღონისძიებები.
10:00-20:00 საბავშვო ატრაქციონები – ცენტრალური ბულვარი;
10:00–20:00 საბავშვო ატრაქციონები – ბ.გაბაშვილის დასვენებისა და გართობის პარკი;
10:00-14:00 მხიარული ასპარეზობა, ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით – სპორტის სასახლე;
10:00 ცარცით ხატვის კონკურსი „ ბავშვები ვხატავთ ოლიმპიურ სამყაროს – მშვიდობისა და ერთიანობისთვის“ – ცენტრალური ბულვარი და „შრომის მემორიალის “მიმდებარე ტერიტორია;
10:00 საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის გამოფენა „ეკომეგობრული ტრანსპორტი ბავშვებისათვის“ – „შრომის მემორიალის “ მიმდებარე ტერიტორია;
10:00 საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიერ ასფალტზე ცარცით ხატვა „სპორტი ნახატებში“ – ცენტრალური ბულვარი;
11:00 რეაბილიტირებული ყინულის მოედნის გახსნა, საჩვენებელი პროგრამა
– ყინულის მოედანი;
12:00-18:00 ხელთნაკეთი ნივთების, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა – ცენტრალური ბულვარი;
12:00 ბავშვთა ნახატების გამოფენა – ბავშვთა ხელოვნების გალერეა;
12:00-18:00 ჭადრაკის ტურნირი ბავშვთა შორის- ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის ძეგლთან;
12:00-18:00 სამხატვრო სტუდია „ხელოვანის“ მოსწავლეთა ნახატების გამოფენა – გალერეა „ვარლა“;
12:00-18:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი- ცენტრალური ბულვარი, დები იშხნელების ძეგლთან;
12 :00-14 : 00 საბავშვო სპორტული ქალაქი საჩვენებელი გამოსვლები: ტაიკვანდო, უშუ, სპორტული აკრობატიკა, ფარიკაობა, ტურნირი მკლავჭიდში, გარბენი „ბავშვები მშვიდობისათვის“ – ცენტრალური ბულვარი;
12:00-13:00 ; 14:00-15:00 სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“- თოჯინების თეატრი;
13:00-15:00; 16:00-17:30 საბავშვო სტუდიების კონცერტი- ცენტრალური ბულვარი;
15:00-16:00; 17:00-18:00 ნიღბების თეატრის წარმოდგენა „ზღაპრული შოუ“ – ცენტრალური ბულვარი;
19:00 – 20:00 საბავშვო გალა-კონცერტი – ცენტრალური ბულვარი.