ქუთაისში ერთ ღამეში 6 მაღაზია გაქურდეს.
წაღებულია თანხის ნაწილი, ტკბილეული, თამბაქო, გაზიანი სასმელები და სხვა. მოპარული პროდუქტის ნაწილი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. ადგილობრივები კრიმინალის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობენ.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. უცნობია მარტო მოქმედებდა თუ არა ის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.