ქუთაისში, ,,მთავარი არხის’’ დამფუძნებლის. ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქციას გამართავენ.
აქციიის მონაწილეები ნიკა გვარამიას პატიმრობას გააპროტესტებენ.
აქცია 14:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ე.წ თეთრ სვეტებთან გაიმართება.
,,მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას თავისუფლების სამი წლით და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
ის ,,რუსთავი 2’’-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს საწარმოსთვის “ზიანის მიყენების გამო” დამნაშავედ ცნეს.