ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ქალ მერებთან შეხვედრა გაიმართა.
დუშეთის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საზოგადოებას თავიანთი პოლიტიკური გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ არსებობს ხილული თუ უხილავი ბაირერები, რაც ქალთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და ხელმძღვანელ პოზიციებზე დანიშვნას ართულებს, თუმცა საქართველოს 3 ქალაქის მერი არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება დაარღვიო სტერეოტიპები.
„შთააგონე * A-Spire“, „მე ეს შევძელი“ -ასე ეწოდა ღონისძიებას, რომლის მიზანი საზოგადოების შთაგონება იყო, გადაელახათ ის წინაღობები, რაც სამი მუნიციპალიტეტის ქალმა მერმა ღირსეულად დაძლია.
შეხევდრა ქუთაისის მერიის, საკრებულოს, გენდერული თანასწორობის საბჭოს და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით გაიმართა.
,,ჩემზე ყოველთვის ამბობდნენ მამაკაცური ტვინი აქვსო, რაც კომპლიმენტად არასდროს მიმიღია. ბავშვობიდან აქტიური ვარ, არასდროს ვეგუებოდი უსამართლობას. სკოლის დასრულების შემდეგ საფინანსო მიმართულებით ჩავაბარე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს პროფესია ჩემი არ იყო და უკვე მეორედ ჩავაბარე იურიდიულზე. დავიწყე მუშაობა ორგანიზაციაში ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით. როცა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვჩდი და ხელმძღვანელი პოზიციის დაკავების შანსი გამიჩნდა, მაშინ თქვეს, ქალია და გაუჭირდება, რომ მაღალმთიან რეგიონში წამყვან პოზიციაზე აირჩიონო. მიუხედავად ამისა, მე დღეს დუშეთის მერი ვარ,’’-ამბობს დუშეთის მერი მაცაცო ნარიმანიძე.
,,მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს ქალაქში ჩემი კოლეგები ჩამობრძანდნენ. მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ქალების აქტიური ჩართულობა. Სწორედ ამიტომ ჩვენმა გუნდმა კვოტირების კანონი მიიღო. Საზოგადოების განვითარებისთვის ტანამაბარი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. Აუცილებელია ქალები ცაერთონ არა მარტო პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ ისინი ვიხილოთ ხელმძღვანელ პოზიციებზე, ამას განვიტარებული, განათლებული საზოგადოება ყოველთვის მხარს დაუჭერს’’-აღნიშნა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
,,IFFES მხარს უჭერს ქალთა ჩართულობას. ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა ფუნდამენტალური პროცესია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთის. დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავს შთაგვავოგონოს, რათა ჩვენც შევძლოთ იმ დაბრკოლებების გადალახვა, რაც ჩვენმა სტუმრებმა შეძლეს. ამ ქალბატონებმა რთული გზა გაიარეს და დღეს ისინი წარმატებულები არიან,’’-ამბობს IFFES-ის ხელმძრვანელი რენატა ლაფტი.
შეხვედრის ფასილიტატორი ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნინო თვალავაძე იყო.
საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან, სამ მუნიციპალიტეტში მერის თანამდებობას ქალები იკავებენ.